Thursday, August 28, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კორონავირუსი

“არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა, სიკვდილიანობა გაორმაგებულიყოს, ეს მხოლოდ საქართველოშია – სრული პასუხისმგებლობით…” – იაგო ფრანგიშვილი

September 3, 2021
“არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა, სიკვდილიანობა გაორმაგებულიყოს, ეს მხოლოდ საქართველოშია – სრული პასუხისმგებლობით…” – იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი საქართველოში კოვიდ 19 -ით ლეტალური შემთხვევების რეკორდულ მატებას “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება.

როგორც ფრანგიშვილი აღნიშნავს, არცერთ ქვეყანაში სიკვდილიანობის გაორმაგების ფაქტი არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, შესაძლებელი იყო სხვა ქვეყნის მაგალითებიდან გამოცდილების მიღება, თუმცა, ასე არ მოხდა და ამასთა, ის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზეც მიუთითებს.

“როცა ხელისუფალი გიმტკიცებს, რომ საქართველოს კორონის მართვასთან პრობლემა არა აქვს, რამეთუ სიკვდილიანობის პროცენტი ზოგადად დაბალიაო, აი, ამაზე თქვა ,,ბნელიო,, და ასე გადააგორო, არასწორია.

დიახ, საქართველოს ჰქონდა ბედნიერება და იყო დრო, როცა კორონაინფექცია ნაკლებად შეგვეხო. ამ დაახლოებით 16 თვის მანძილზე, მოყოლებული 2020 წლის თებერვლიდან, 2021 წლის მაისის ჩათვლით, ბედით თუ შემთხვევითობით თუ უზენაესის ხელით თუ რაც იყო, აი, იმით გვქონდა დრო და შანსი გამოგვეყენებეინა იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, საფრანგეთის და ამერიკის დიდი ქალაქების გამოცდილება, ეს დაგროვილი გამოცდილება, ამ 16 თვის გამოცდილება.

როცა ხელისუფალი ამტკიცებს, რომ რაც 2020 წლის აპრილ- ივნისში მოხდა ევროპაში თუ ამერიკაში, აი, ის ხდება ახლა საქართველოშიო, ამით ის ორმაგ დანაშაულს აღიარებს.
ჯერ ერთი და უპირველესი, არცერთ ქვეყანაში არ დაღუპულა ყოველდღიურად იმაზე ორჯერ მეტი ადამიანი კორონათი, ვიდრე ბუნებრივი სიკვდილიანობაა.

საქართველოში დღიური ბუნებრივი სიკვდილიანობა 75 წლის ასაკამდე შეადგენს დაახლოებით 40 – დან მაქსიმუმ 45 ადამიანს და ეს მაქსიმუმი არის ზამთრის პერიოდში.

როცა კორონათი სიკვდილიანობა შეადგენს 70 ადამიანს, და ამათგან აბსოლუტური უმრავლესობა არაა ღრმად მოხუცი, ეს ნიშნავს, რომ სიკვდილიანობა გადათელა კორონამ, ან კორონამ გადათელა ქვეყანა დანაშაულებრივი არ მართვის გამო.

არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა, რომ სიკვდილიანობა გაორმაგებულიყოს. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოშია და ამის ერთადერთი მიზეზი არის სიბეცე და უსახურება, ანტიადამიანური დანაშაული კორონას მართვისას. სხვა ახსნა ამ ფაქტს უბრალოდ ვერ ექნება, იმიტომ, რომ მსოფლიოში ამის მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა.

მეორე მხარე და მომენტი, რითაც ხელისუფალი თავადვე აღიარებს საკუთარ დანაშაულებრივ უმოქმედებას, არის ის ფაქტი და მტკიცება თავად ხელისუფლების მხრიდან, რომ ,,ასეთი რამ ყველგან იყო,,. დიახ, იყო და ეს იყო 16, 12, 10 თვის წინ და იქნა მიღებული მართვის, ავადმყოფთა ამბულატორიული მიხედვის სტრუქტურული რეორგანიზება, საავადმყოფოებში ჰიეგიენური და სამედიცინო მართვის რეორგანიზება
და ამიტომაც ეს რიცხვები შემცირდა.

ჯერ კიდევ აცრამდე, ზაფხულის თვეში, არაცივ პერიოდში ამდენი სიკვდილიანობა არავის ჰქონია. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფალი დანაშაულებრივი უმოქმედობით არ გაინძერი, არ გაანძრიე ხელი და თავი და არ გაიზიარე კორონას კომპლექსურად მართვის გამოცდილება. აქ საქმე ახალ ჟანგბადის და მართვითი სუნთქვის აპარატურას და 5 000 ლარად ღირებულ ანტისხეულების ყიდვას კი არ ეხება, აქამდე არ უნდა მიიყვანო ადამინი ], აქამდე უნდა მოუარო ისე, რომ არ დამძიმდეს და ეს გამოცდილება უკვე მინიმუმ 12 თვის მაინცაა. აი, ეს არ გააკეთა ხელისუფალმა და ამას თავად აღიარებს.მ ამიტომაც, ერთადერთი გზაა –  სამართლებრივი სარჩელის გზა, ” – წერს იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სასაზღვრო პოლიციის ინსპექტორი და კიდევ ერთი პირი დააკავეს” – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებულ თორმეტივე პირს პატიმრობა შეეფარდა
  • “ეგ მიწაც რო ჩაიშალოს, კორპუსი გაყვება და ძალიან დიდი მსხვერპლი იქნება” – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge