ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია “პარი სენ-ჟერმენის” განაცხადში მოხვდა. პარიზული გრანდი 00:00 საათზე, ლიგა 1-ის მატჩში “რეიმსს” დაუპირისპირდება, სადაც, სავარაუდოდ, ქართველი შემტევის დებიუტს ვიხილავთ.
პარიზელთა ძირითადი შემადგენლობა თამაშამდე ცოტა ხნით ადრე გახდება ცნობილი, ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი ამ თამაშის მოლოდინშია.
