26 იანვარს ერთი თვე გახდება მას შემდეგ, რაც ცნობილმა ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ლომის ბოკვერი თბილისის ზოოპარკში მიიყვანა. მანამდე ის გარეულ ცხოველს თბილისის ქუჩებში მანქანით დაასეირნებდა.
ცნობილი ქართველი სპორტსმენი პარტია „ქართული ოცნების“ ღია მხარდამჭერია. ლომის ბოკვერთან გადაღებული ვიდეო მისსავე სოციალურ ქსელში გასული წლის 24 დეკემბერს გამოჩნდა. ვიდეოკადრებში ჩანდა, რომ ლაშა ბექაური, რომელიც „პორშეს“ მარკის ავტომობილს მართავდა, გვერდით სავარძელზე ბოკვერს ეფერებოდა.
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ეგზოტიკური ცხოველების ყოლა შეიძლება:
