“ვერაფერს შევცვლით და ვაიძულებთ, შეიძლება ასეც იყოს და მოეჩვენოთ,რომ უნიჭოდ დადგმული და არაფრის მომცემი საპროტესტო მინეფსტი იყო…”- ასე პასუხობს მსახიობი ნინო კასრაძე დედაქალაქის მერს.
ვერაფერს შევცვლით და ვაიძულებთ, შეიძლება ასეც იყოს და მოეჩვენოთ,რომ უნიჭოდ დადგმული და არაფრის მომცემი საპროტესტო მინეფსტი იყო…ეს არ არის პრობლემა. ჩვენ ამას შეჩვეულები ვართ. ვმუშაობთ, მივაკლავთ თავს, მერე ვიღაც მოვა და იტყვის, ეს რა უნიჭობა არისო. ეს აბსოლუტურად არ გვაშინებს, მთავარია, რომ ჩვენ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენს ნაცნობ და უცნობ მეგობრებსა და თანამოაზრებს”- ამბობს ნინო კასრაძე.
