ხმაური და დაპირისპირება ზღვის უბანში – თბილისში მუნიციპალურ მიწაზე აშენებული ოთახები დაანგრიეს- ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, დილიდან მერიამ სიმწრით აშენებულ სახლებს ტრაქტორები მიაყენა.
მოქალაქეები ამბობენ, რომ მერმა ისინი ღია ცის ქვეშ დატოვა, რადგან სხვა საცხოვრებელი მათ, უბრალოდ, არ აქვთ.
“მოვიდნენ, პირდაპირ გამოგვაგდეს სახლიდან და ტრაქტორები შეუშვეს,” – ამბობს მოქალაქე.
“დილით ადრე მამაჩემმა, რა ხდება, ლევანიო და რომ გავიხედე, გვერდით სახლს ანგრევდნენ. მოვიდნენ ჩვენთანაც და გამოგვყარეს, ჩუსტებიც არ მეცვა,” – ამბობს ადგილობრივი.
