პეტრიწის ქუჩის მეექვსე ჩიხის მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. დოდო იობიძის თქმით უკვე რამდენიმე დღეა ინტერნეტის , ტელევიზიისა და ტელეკომუნიკაციის გარეშე არიან დარჩენილი. ამის მიზეზი ხანძარი გახდა – ინფორმაციას “მეგა ტვ”ავრცელებს.
როგორც დოდო იობიძე ამბობს, ნათლისღების ღამეს მათ ქუჩაზე უცნობმა პირმა, რომლიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა ქუჩაში გაჩერებულ მიკროავტობუს აალებადი ნივთიერება შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. შედეგად დაიწვა კაბელები.
“ჩვენთან რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი რამ, სრული უკანონობა და განუკითხაობაა, ან ავტომობილები რატომ უნდა ეყენოს გარეთ , ასე გაადგილებ კიდევ უფრო რთულდება . გარაჟში რომ ყოლოდა ხომ უფრო გაუჭირდებოდათ მასთან წვდომა ან ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ ამდენი ხანი კომუნიკაციების გარეშე. ხალხი არ ვართ ? სადაა სამართალი? სადაა წესრიგი?” – აცხადებს დოდო იობიძე.