ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ უცხო ნომრიდან ურეკავენ და სახლის მისამართის თქმას სთხოვენ.
“დამირეკეს უცხო ნომრიდან, ვითომ კურიერი იყო და ყვავილები უნდა მოეტანა ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანისგან. მთხოვდა სახლის მისამართის თქმას და როცა უარი ვუთხარი ჩხუბი და შეურაცხყოფა დამიწყო. ბოლოს კი დაასრულა – “ახლა მე ტაშს დავუკრავ და შენ იმღერე “ნაცებს რა…”
ვაჰ, “ქოცებო” აი, ძაან საყვარლები ხართ” – ამის შესახებ ჟურნალისტი, მაია ასათიანი “ინსტაგრამზე” წერს.