Saturday, November 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

January 23, 2025
საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების და ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 4 პირი ამხილა.

უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უკანონოდ დაეუფლნენ ტოტალიზატორის კუთვნილ 700 000 ლარამდე თანხას.

ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების და ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ოთხი პირის მიმართ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სხვადასხვა პირის სახელით, ერთ-ერთი ონლაინ ტოტალიზატორის ვებგვერდზე, წინასწარ შერჩეულ სპორტულ თამაშებზე ათავსებდნენ ფსონებს, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი და ამავე კომპანიის უფლებამოსილი პირი, შიდა ადმინისტრირების პროგრამაში, ხელოვნურად ცვლიდა თამაშის შედეგებს და წაგებულ ბილეთს მოგებულის სტატუსს ანიჭებდა.

აღნიშნული გზით, ბრალდებულები საერთო ჯამში უკანონოდ დაეუფლნენ ტოტალიზატორის კუთვნილ 700 000 ლარამდე თანხას. ბრალდებულებმა, უკანონოდ მიღებული შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, განახორციელეს დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი თანხის ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში და შეიძინეს ორი ავტომობილი.

გამოძიების პროცესში ამოღებულ იქნა აღნიშნული ავტომობილები, ასევე დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი თანხის ნაწილი 52 000 აშშ დოლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე 194-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია აქციის მონაწილეებს
  • ცნობილი ქართველი მწერალი გარდაიცვალა
  • ტემპერატურა 25°-მდე მოიმატებს – როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge