Reuters-ის ცნობით, თურქეთში, ბოლუს რეგიონში კართალკაიას სამთო-სათხილამურო კურორტზე სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი.
ამჟამად სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია.
აღნიშნული ტრაგედიის გამო, გუშინ თურქეთში გლოვის დღე იყო.