სუხიშვილების მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი დედა გახდა. პატარა გოგონას ლეა დაარქვეს.
სასიხარულო ამბავს გულშემატკივრებს უზიარებს ლეას ბებიაც – ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი თეა დარჩია.
“ბედნიერებას საზღვარი არ აქვს! ბებია ვააარ!!!” – წერს თეა.
თავად მარიამი სამშობიაროდანაც აქვეყნებს კადრებს და პატარა ლეასაც უძღვნის პირველ მილოცვას.
შეგახსენებთ, რომ მარიამი შარშან დაქორწინდა დათო თოფურიაზე და მათი ქორწილი საოცარი ცეკვებით დაამახსოვრდა საზოგადოებას.ორსულობის შესახებ რამდენიმე თვის წინ გაამხილა და ორსულობის პერიოდშიც აქტიურად მონაწილეობდა ფოტოსესიებში.
“ჩემო პირველო სიხარულო და ბედნიერებავ, ჩემო ანგელოზო, 20 წლის ვიყავი, რომ გამიჩნდი, ომის გამო ყველა სამშობიარო დაკეტილი იყო ერთის გარდა და მეთერთმეტე ვიწექი პალატაში, რომ მოგიყვანეს ტოლმასავით გახვეული დიდი ლოყები და უზარმაზარი თვალები გიჩანდა მხოლოდ,ჩაგიწვინე მუხლებში და საათობით გიყურებდი, სიხარულის და ბედნიერების ცრემლები მცვიოდა და ვფიქრობდი,ნეტა რა აზრი ჰქონდა ცხოვრებას შენამდე.33 წელია მიყვარხარ და სულ მეყვარები, სანამ პირში სული მიდგას და მერეც მეყვარები უსასრულოდ. ბედნიერებას გისურვებ და ულევ სიყვარულს,ჩემი სიამაყე, სიმშვიდე და იმედი ხარ შენ… გილოცავ დაბადების დღეს და მომავალი პატარა ანგელოზი გოგოს დედობას… მაშინ კი ბოლომდე მიხვდები, რა ძლიერად მიყვარხარ”, – ასე მიულოცა აგვისტოში ქალიშვილს დაბადების დღე თეამ.