„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მიმდინარე აქციებისას დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის შესახებ განაცხადა, რომ თუკი ანდრო გაიაზრებს, რა დააშავა, ის მზად არის, მსახიობს თავდებში ჩაუდგეს.
მდინარაძის აღნიშნულ განცხადებას ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
„მამუკა მდინარაშე ლაპარაკობს მაესტროზე ანდრო ჭიჭინაძე თუ აღიარებს დანაშაულს კარგი ბიჭია კარგი მსახიობია და მზად ვარტ ჩავუდგეთ თვდებშიო. თავისუფალი მსხიობია და რა მოხდა თუ ითამაშა რუსულ ფილმშიო მაგრამ მაშინ რატო ტყუის რომ ეზიზღება რუსეთიო?! ლაკას დეიდაშვილიაო რომელიც ფინანსთება რუსეთიდანო და აბა მეტი რა ვთქვაო😄🤮 არ ვიცი მონიშვნა როგორ უნდა მამუკა მდინარაძის და ჩემი სტატუსი დაუდეთ! მამუკა ღმერთმა დაგვიფაროს თქვენ ბორენკას ბანდა ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ ანდრო ბრალს რო აღიარებს! ჩაგყვებით ბოლომდე!“, – წერს გუნცაძე.
შეგახსენებთ, ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.