დღეს, UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა.
მერაბის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია.
რუსი მებრძოლი პიოტრ იანი, რომელიც მერაბ დვალიშვილმა ახლო წარსულში სრული დომინაციით დაამარცხა, ქართველ ჩემპიონს გამარჯვებას ულოცავს და ბრძოლს სთავაზობს.
„გილოცავ მანქანავ! მერაბ, ეს შთამბეჭდავი იყო. ერთი სული მაქვს, შენთან კიდევ როდის ვიჩხუბებ“, – წერს იანი.