გორში, რკინიგზის სადგურში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ამბობენ, ცეცხლი რკინიგზის სადგურის შენობაში გაჩნდა, კერძოდ დაცვის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში.
დაღუპულია დაცვის თანამშრომელი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაცვის თანამშრომელს შენობაში ელექტროგამათბობელი ჰქონდა ჩართული, რამაც ხანძარი გამოიწვია.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის, მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.