საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, აკაკი ზოიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“ინგლისის მაგალითზე ამტკიცებენ, რომ ორჯერ იზრდება ჰოსპიტალიზაციის ალბათობა დელტა შტამის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის შემთხვევების უწყვეტი ანალიზი და კლინიკური აუდიტი მიდიოდეს, რომ გავარკვიოთ: ეს ასე არის ჩვენთანაც, თუ სადღაც გვაქვს სისტემური ჩავარდნა ან ჩავარდნები.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად ქვეყნდებოდეს მონაცემები აცრის სტატუსის მიხედვით ჰოსპიტალიზირებულის, რეანიმაციაში/ინტენსიურ თერაპიაში მყოფი, გარდაცვლილების (მაგალითისთვის კომენტარებში იხილეთ ლინქი ) და ინფიცირებულების (იდეალურად ლაივ რეჟიმში, ან ერთი კვირის დაგვიანებით მაინც, რომ ადამიანებმა ყოველდღიურად ნათლად დაინახონ, თუ რამდენად გვიცავს აცრა ინფიცირების, რეანიმაციის და სიკვდილისაგან.
#აიცერი”, – წერს ზოიძე სოციალურ ქსელში.