Saturday, June 7, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მოსალოდნელია თოვლი”- როდიდან შეიცვლება ამინდი?

January 16, 2025
ცნობილია, როდის მოვა პირველი თოვლი თბილისში – სინოპტიკოსების პროგნოზი

ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე, „პრაიმტაიმთან“ იანვრის თვის პროგნოზზე საუბრობს.

„ამ დღეებში, 17-18-19 იანვარს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში, მოსალოდნელია წვიმა, თოვლი და ნალექი, ზოგან შესაძლებელია, ძლიერი. ასევე გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. 20-ში, უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, შენარჩუნდება ნალექიანი ამინდი. 21, 22 და 23 იანვარს გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება დასავლეთ საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთში მცირე ნალექი.

24-25 იანვარს, მთასა და მაღალ მთაში მოთოვს.

ზოგადად მთლიანად იანვარში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებისთვის და კოლხეთის დაბლობისთვის, 6-7 გრადუსი არის საშუალო ტემპერატურა, რაც ერთი გრადუსით მაღალია, საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან და მასთან ახლოს არის.

ცალკეულ დღეებში, სანაპიროზე ტემპერატურა დაიკლებს, 2 გრადუსამდე. დასავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებს რაც შეეხება, მთაში, 1, 3 გრადუსია საშუალო ტემპერატურა, მაღალმთაში -1, 0.

ცალკეულ დღეებში, მთაში ღამით ტემპერატურა დაიკლებს და -13 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში, +1 +3 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში, -6 -7 გრადუსამდე დაიკლებს ღამის ტემპერატურა. დღისით ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება 16 გრადუსამდე.

სათხილამურო კურორტებს რაც შეეხება – 18. 19 . 20 -ში დასავლეთ საქართველოში მესტია, გოდერძი – აქ ძლიერი თოვლია მოსალოდნელი. ბაკურიანშიც და გუდაურშიც, ამ დღეებში მოსალოდნელია თოვლი.

31 იანვრის ჩათვლით, საქართველოში უმეტესად ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი, ზოგჯერ გამოდარებით“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისის რომელ მონაკვეთზე აიკრძალება გადაადგილება აგვისტოს ბოლომდე? – დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს
  • ათონის მთაზე 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
  • უბედური შემთხვევა ხონში – ტაძარში ფრესკის ხატვისას მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge