მწერალი დათო ტურაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრობს და “ქართული ოცნების” ამომრჩეველს მმართავს:
“ქართული ოცნების” ამომრჩეველს მინდა ვკითხო, მიპასუხეთ- რა საქმეზე იყო შაჰ-აბასის გასვენებაში ირაკლი კობახიძე, ერთმა ადამიანმა მაინც მიპასუხოს, რომელი ადამიანი ჩავა, თუ არ დაავალეს. სხვათაშორის მკითხეს, შაჰ-აბასს რატომ უწოდებო, ჩვენ ხომ ისტორიას არ ვკითხულობთ, ნანახი გვაქვს ფილმი- გიორგი სააკაძე და გასაგებია,რომ ისტორია ისე არ იყო, როგორც იმ ფილმშია, ჩვენი ისტორიოგრაფია ჰყვება, არათუ მალავს. ის ვის გასვენებაშიც იყო კობახიძე შაჰ-აბასზე უარესია, ვიცი დაუჯერებელ რამეს ვამბობ, მაგრამ შაჰ აბასზე უარესი იყო…მაინტერესებს შეკითხვა, როგორ არ გიჩნდებათ ვინ გაგზავნა? რა საქმეზე გააგზავნეს? შილა და კორკოტი ხოარ ჩაიტანა და მინდა მათ მივმართო, თქვენც დაფიქრდით, ეს სამშობლო მარტო ჩვენი ხომ არ არის?!ეს რეჟიმი და სისტემა მხოლოდ ჩვენ არ გვაქცევს მსხვერპლად, თქვენც ამავდროულად”- ამბობს ტურაშვილი.