“ამოიღეთ ხმა თქვე უღმერთოებო, კიდევ 78 ადამიანი დაიღუპა!!! საქართველოს საპატრიარქო” – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, რასაც “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ირონიული კომენტარით გამოეხმაურა: “ხო მშვიდობა გაქვს? – ზეციურ საქართველოს შესთხოვე კიდევ. მთავრობას მიაწექი, ძმაო, მთავრობას.”- აღნიშნულზე მაქარაშვილმა შემდეგნაირად მიუგო: – “ეგ რაღაცა? იქნება ამან მოუწოდოს აცრისკენ – თქო, არ იზამს აშკარად ხო?”
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 929 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 78 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 411 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 305, „პისიარ“ ტესტით – 9 106.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 8,94 %, ბოლო 14 დღის – 10,44 %, ბოლო შვიდი დღის – 10,04 %.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 545 033 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 488 661 გამოჯანმრთელდა, 7 329 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 1 164 402 ადამიანი, დღიურად აცრილია 17 670.
კარანტინის რეჟიმშია 103, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 660 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 864 პირი.
ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
გუშინ, 29 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 2 669 შემთხვევა გამოვლინდა, 6 177 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 76 კი გარდაიცვალა.
https://mix.metronome.ge/20651-2/