ბათუმში ექსპრემიერ გიორგი გახარიას და მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ. ამ უკანასკნელის თქმით, მასზე თავდასხმაში მონაწილეობდა “ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე. მომხდარს ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:
ინსტრუქციით, ბიძინას კარგად სტრუქტურირებული, რუსული ტიპის ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება უნდოდა, იმპერიაში შემდგომი ინტეგრაციის გამარტივების მიზნით…მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც ვერ მოახერხა – ქმნის მაფიოზური ტიპის სტერილურ, კვაზი-სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს, რომელშიც სამართალდამცავი, მართლმსაჯულების სისტემები ნიღბიან “მაფიის ჯარისკაცებად”, ხოლო კრიმინალური მენტალიტეტის ჯვრებასხმული ე.წ. პოლიტიკური და ბიზნეს-კლასი “მაფიის თანამონაწილეებად” არიან ქცეული და რომლებიც მხდალი ტურების ხროვასავით დათარეშობენ საკბილოს ძებნაში…”