„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 იანვარს, 13:00-დან 16:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წეროვანი, კვლევითი, წილკანი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში; 13:45-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მსხალდიდი, ლისი, ნაფეტვრები, ნახშირგორა, მუხათწყარო და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.