ქვეყანაში გაუარესებულო ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“ვინც ამ სიტუაციაში არჩევნების მომხრეა ყველა არის მტერი წერტილი … მიშადან დაწყებული გრიშათი დამთავრებული…” – წერს ფარულავა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე განთავსდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 611 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 79 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 653 ტესტი.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 10.77%, ბოლო შვიდი დღის – 10.51%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 532 171 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 468 917 გამოჯანმრთელდა, 7 028 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 1 065 848 ადამიანი, დღიურად აცრილია 26 700. სრულად აცრილია 331 736, ხოლო ერთი დოზით აცრილია 734 112.
ამასთან, 25 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 041 პაციენტი.
https://mix.metronome.ge/%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9d-%e1%83%a2/