Friday, July 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პატიმრობის 6-9-წლიანი ვადა სასჯელი არაა, ეს არის დაღუპვა…”- რას ამბობს თემურ ჭყონია?

January 10, 2025
“პატიმრობის 6-9-წლიანი ვადა სასჯელი არაა, ეს არის დაღუპვა…”- რას ამბობს თემურ ჭყონია?

ვფიქრობ, რთულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ეს არის ჯიბრი, რითაც სახელმწიფო უმტკიცებს თავის მოქალაქეს, რომ უფრო ძლიერია, ვიდრე შენ. სახელმწიფო რომ ძლიერია, ვიდრე მოქალაქე, ამას რად უნდა ზედმეტი დამტკიცება? ამიტომ ის ვადები, როგორიცაა 6-9 წელი, სასჯელი არაა, ეს არის დაღუპვა, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც აქციაზე დაკავებული 11 პირის სასამართლოს პროცესი იმართება.

თემურ ჭყონიას შეფასებით, რთულია საუბარი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო დაკავებულებთან მიმართებით.

„იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო ხშირ შემთხვევაში არ იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რაც სამართლებრივად ეკუთვნის და ყოველთვის სუბიექტურია, არ ვიცი, რა მოლოდინი უნდა იყოს. შეიძლება რაღაც ჰუმანურმა გრძნობებმა გაიღვიძოს შემთხვევით, შემთხვევითობაც დასაშვებია და ღმერთმა ქნას, ასე იყოს, მაგრამ არ ვიცი, რა გითხრათ. მე სულ ვფიქრობ, რა დანაშაული უნდა ჩაიდინოს ადამიანმა ათი წუთის განმავლობაში, რომ 9 წელი მიუსაჯო, რა უნდა უნდა იყოს დანაშაულის სიმძიმე. ვფიქრობ, რთულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ეს არის ჯიბრი, რითაც სახელმწიფო უმტკიცებს თავის მოქალაქეს, რომ უფრო ძლიერია, ვიდრე შენ. სახელმწიფო რომ ძლიერია, ვიდრე მოქალაქე, ამას რად უნდა ზედმეტი დამტკიცება. ამიტომ ის ვადები, როგორიცაა 6-9 წელი, სასჯელი არაა, ეს არის დაღუპვა. დასჯაზე მეტია 19-20 წლის ბიჭებს რომ 5 წელს უსჯი, ისე რომ არაფერ შუაში არიან. უნდა დაისაჯოს ის, ვინც ეს სიტუაცია შექმნა, ვის გამოც ეს პრეცედენტი მოხდა“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მათი საქმეები

ერთ წარმოებად გაერთიანდა.

აქამდე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმე 2 წარმოებად მიმდინარეობდა. კერძოდ კი, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმე ცალკე, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის საქმე კი, ცალკე წარმოებად.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს $450 მილიონზე მეტი კომპენსაციის გადახდა ეკისრება – რა ხდება ნამახვანჰესის საქმეზე?
  • „ხაზარაძემ სააკაშვილის და კეზერაშვილის მაგალითებიდან ვერაფერი ისწავლა…“ – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?
  • “მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება” – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge