ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “დღის ამბები” ოპოზიციას რამდენიმე კითხვით მიმართა და მწვავედ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ვახო სანაია საქმეზე გამოტანილ განაჩენზე განცხადებები არ გაუკეთებიათ.
“ოპოზიციას მინდა ვკითხო, დიდი ბოდიში მეგობრებო, მაგრამ დღეს რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და ეს სამი თავმდამსხმელი გარეთ რომ გამოუშვეს, სად იყავით, სად დადიოდით, ვის ხვდებოდით, რაზე ელაპარაკებოდით? ჩვენ არცერთი პოლიტიკოსის მხარდაჭერა არ გვჭირდება, მაგრამ მართლა მაინტერესებს, სად იყავით? – კარგი, არ იცოდით, რომ სასამართლო პროცესი იყო, მერე რომ გაიგეთ? – ახლა სად ხართ? განცხადება სადაა? რატომ არ კეთდება განცხადება განცხადებაზე? – სად ხართ? მართლა ბილიკებსა და ტრანსპორტზე სალაპარაკოდ გადიხართ ამ არჩევნებზე? – ვაი, თქვენს პატრონს, აი, ეს მინდა რომ გითხრათ,” – მიმართა გრიგოლიამ ოპოზიციას.