საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„მათთვის, ვისაც ვერ გაუგია ტრამპის გრენლანდიით დაინტერესების მიზეზი.
ეს კი გამოწვეულია პუტინის არქტიკაში ინტერვენციით და მასთან სტრატეგიული დაპირისპირებით.
ბუნებრივი რესურსებით (გაზი, ნავთობი) მდიდარი გრენლანდიის კონტროლი, ტრამპისთვის ქვეყნის უსაფრთხოებაა“, – აღნიშნულია პოსტში.
შეგახსენებთ, აშშ-ის ახალრჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მედიასთან საუბარში კითხვაზე – გამორიცხავს თუ არა ის სამხედრო ან ეკონომიკური ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად? – უპასუხა, რომ არა.
„არა. დარწმუნებით ვერ გეტყვით, ამ ორიდან რომელს, მაგრამ ამის თქმა შემიძლია. ჩვენ გვჭირდება ისინი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა მან.