ვახო სანაიას საქმის განაჩენთან დაკავშირებით “მთავარის” გენ.დირექტორი ნიკა გვარამია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“ვახო სანაიას ამბავში ყველაზე ცუდი ნაძირლების გამოშვებაც კი არ არის. არა.
ისიც კი არა, რომ ძალადობის მორიგი წახალისების აქტი შედგა. არა.
ყველაზე საზარელი ის ცინიზმია, რომლითაც “ოცნების” რეჟიმის ჭანჭიკმა დასცინა ამ მნიშვნელოვან საქმეზე განაჩენის მომლოდინე მედიას და საზოგადოებას. ცინიზმი, რომლითაც დღე-დღე გადაითვალა, 6 თვე მიუსაჯა და ზუსტად იმ დღეს ჩანიშნა განაჩენის გამოცხადება, როცა პატიმრობის ვადა იწურებოდა.
თავად განაჩენის სამარცხვინობაზე უარესი, ის სითავხედე და ცინიზმია, რომლითაც ეს ყველაფერი ღიად და დემონსტრაციულად გააკეთა და ამით სისტემის სახელით ყველას დაგვცინა.” – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელ სამივე პირს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პატიმრობის ვადა დღეს იწურება, ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სასამართლომ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი – ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დამნაშავედ ცნო და მათ 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პატიმრობის ვადა დღეს იწურება. შესაბამისად, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სამივე პირი დღესვე გათავისუფლდება.
https://mix.metronome.ge/20512-2/