თბილისის ცენტრში 30 წლამდე კაცი დაჭრეს.
შემთხვევა ფანასკერტელის ქუჩაზე მოხდა.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებში მუშაობენ. დაზარალებული, გვარად ჯოხაძეა, მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. ბრალდებულს პოლიცია ეძებს.