ტელეწამყვანი მაია ასათიანი, საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი “ინსტაგრამზე”. იგი ხშირად აქვეყნებს კადრებს სოციალური ცხოვრებიდან.
გარდა ამისა, მან ახალი საქმიანობაც წამოიწყო, ქალბატონებს თავის მოვლის ხაზი შესთავაზა.
ამჯერად ტელეწამყვანმა სახლში გადაღებული კადრენი გაგვიზიარა და წერს:
“წლებთან ერთად სულ უფრო და უფრო ინტროვერტი ვხდები. ხელოვნურ ბუხართან ჯდომა, ცხელი შოკოლადის წრუპვა და კითხვა ყველაფერს მირჩევნია.
ალბათ, პროფესიის ბრალია. თქვენ როგორ ხართ?”- წერს მაია ასათიანი.