Friday, November 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისის ცენტრში სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

January 6, 2025
თბილისის ცენტრში სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალილოს მსვლელობის გამო, თბილისის ცენტრში სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.

„მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, 14:00 საათზე დაიწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ტერიტორიაზე დროებით შეფერხდება და ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ ალტერნატიული ქუჩების გამოყენებით.

კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვაშლოვანისა და ეკალაძის ქუჩების გამოყენებით; თაბუკაშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები რესპუბლიკის მოედნის ნაცვლად, გადაადგილებას რუსთაველის გამზირზე შეძლებებენ. ასევე, ზეთისხილის ხესთან მობრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის გამოყენებით.

მსვლელობის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით, მელიქიშვილის გამზირიდან კი, მძღოლები ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და კაკაბაძეებების ქუჩებზე მოხვედრას ჯანაშიას, თარხნიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და კაკაბაძეებების ქუჩების საშუალებით შეძლებენ.

მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გავლით; მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდეგ, ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით.

15:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე, რის გამოც, მძღოლები კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

ავტომობილების მძღოლები მოძრაობას ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან, ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეძლებენ; რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებული იქნება ჭანტურიას ქუჩამდე, ხოლო რუსთაველის გამზირის მიმართულებით – ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებიდან მოძრაობა აიკრძალება; თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც, მიმდევრობით ჩაიკეტება ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი.

ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრასპორტო საშუალებები მშრალი ხიდის გავლით, ხეთაგუროვის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს საშუალებით გადაადგილდებიან; ავლაბრის მოედანზე საავტომობილო გზის გადაკეტვის დროს, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ავტომობილები იმოძრავებენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩებით და შემდეგ, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილის ქუჩაზე მოტრიალების შემდეგ, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით, იმოძრავებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ, შემდეგ იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებით დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და ავლაბრის მოედანს.

პირველი რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობის პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან იმოძრავებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ, საიდანაც დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას.

ავტობუსი N359 ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით, ხოლო მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება რევაზ თაბუკაშვილის ქუჩას, შემდეგ რევაზ ლაღიძის ქუჩასა და რუსთაველის გამზირს, ზეთისხილის ხესთან მობრუნებით კი, სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ადამიანები უშვებენ გარკვეულ შეცდომებს ცხოვრებაში, მთავარია, რომ გარკვეული დროის შემდეგ ლუკა ძაძამიამ გაიაზრა თავისი შეცდომა” – ნოდარ ბოკერია ლუკა ძაძამიაზე საუბრობს
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • “მიწა მხოლოდ ეკონომიკური რესურსი არ არის – იგი ჩვენი წინაპრების სულიერი მემკვიდრეობა, ისტორიული სიწმინდე და მომავალ თაობათა სასიცოცხლო საფუძველია” – მესტიის და ზემო სვანეთის ეპარქია Eagle Hills-ის პროექტზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge