დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის, შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს.
„4 იანვარს საპატრიარქოს ტელევიზიამ გაავრცელა სიუჟეტი ილია მეორის დაბადების დღის აღსანიშნავი ღონისძიებისა, რომელიც საპატრიარქოში ჩატარდა. ეპისკოპოსები, ქოც-რექტორები და ა.შ. ულოცავენ პატრიარქს დაბადების დღეს და თავად პატრიარქი ორ სიტყვასაც ვერ ამბობს სამადლობლად. ეს არის დადასტურება, რომ მას მეტყველება აღარ შეუძლია. თავისთავად ტესტი იქნება 7 იანვრის საშობაო წირვაც სამებაში, ან სიონში, სადაც შეიძლება არც მიიყვანონ, ან თუ მიიყვანენ, ვერაფერს იტყვის ქადაგებაზე“, – წერს ის.
