რუსთაველის თეატრის დასის ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა “ფეისბუქის” პირად გვერდზე საქართველოს პატრიარქის რამდენიმე ყურადსაღებ მიმართვას იხსენებს და წერს:
„გვითხრა ნოემბერში პატრიარქმა, ხილვა ვნახე, ევროპა ცარიელია და ქალაქებს კლიტე ადევსო? ვიფიქრეთ, ამეტებსო? აგერ , ბატონო!
გვითხრა , ემიგრანტებო, ჩქარა დაბრუნდით , მალე გამოქცევა მოგიწევთო ? გვეგონა, რომ ამეტებდა? აგერ, ბატონო!
გვითხრა , დაიბანეთ სხეული და ხელები, ჰიგიენა ისწავლეთო? აღვშფოთდით, ეს რა რჩევააო? აგერ , ბატონო!
გვითხრა, ნუ მიატოვებთ კარ-მიდამოებს სოფლებში, ბევრად მალე დაგჭირდებათ, ვიდრე გგონიათო? აგერ , ბატონო!
გვითხრა, ვეზიაროთ და კვირაობით მაინც ვიაროთ ტაძარშიო ? ე, ბიჭო! იქნებ ამაშიც მართალია ეს კაცი!
გვითხრა, რომ მის სიცოცხლეშივე გამთლიანდება საქართველო? ე , ბიჭო, იქნებ სახელმწიფოც ამ მიმართულებით ავამუშავოთ!
გვითხრა, რომ ყველა განსაცდელი ჩაივლის და სიხარულით შეიცვლებაო ე, ბიჭო, ახლა მაინც დავუჯეროთ,”- წერს სტურუა სოციალურ ქსელში.