მომღერალი სოფო ნიჟარაძე შვილთან, ელის-მარია სააკაშვილთან ერთად, საზოგადოებას დამდეგ ახალ წელს ულოცავს.
“ბოლო თვეები ყველასთვის სტრესულია, ეს განწყობა ყველასთან ძალიან იგრძნობა, მაგრამ გვაქვს უკეთესი წელის მოლოდინი. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი რაც დაიწყო, აუცილებლად დაგვირგვინდება გამარჯვებით. გილოცავთ, ჩემო ძვირფასებო, დამდეგ შობა- ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ყველაფერს საუკეთესოს თითოეულ თქვენგანს. მე ვფიქრობ, რომ წელს განსაკუთრებით ყველას ერთი სურვილი გვაერთიანებს, ეს არის ხალხისა და ქვეყნის გამარჯვება. ერთად გვეცხოვროს ერთიან, ბედნიერ, თავისუფალ და ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყანაში”- ამბობს სოფო ნიჟარაძე.