Monday, September 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

შეგრძნება მაქვს, რომ ზოომაღაზიების მეპატრონეებს ცხოველები ეზიზღებათ! – თამარ ივერი

August 19, 2021
შეგრძნება მაქვს, რომ ზოომაღაზიების მეპატრონეებს ცხოველები ეზიზღებათ! – თამარ ივერი

სოპრანო თამარ ივერი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ზოომაღაზიების წარმომადგენლებს აკრიტიკებს:

“შეგრძნება მაქვს, რომ ქალაქში ზოომაღაზიების მეპატრონეებს (ყველას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა) მხოლოდ ფუმფულა და პატრონიანი ცხოველების ხარჯზე ბიზნესი და ხელის მოთბობა სურთ და თავად ცხოველები არც მეტი და არც ნაკლები – ეზიზღებათ!!!

რამდენი ზოომაღაზიის წარმომადგენლებს მეგობრულად არ ვურჩიე ამ პაპანაქებაში, მათი ვითომ ცხოველებისადმი ზრუნვის და ჰუმანურობის გამოსახატად, (საკვებს რომ თავი დავანებოთ) ელემენტარულად წყალი მაინც დაედოთ, იმდენჯერ დაიწყეს თავის მართლებები: “უიმე ,მერე მოგროვდებიან”, “ოოჰ, მერე მიეჩვევიან” “უი, რას ამბობთ,მერე თავიდან ვეღარ მოვიშორებთ”და ა.შ… ტიპიური ცხოველთმოძულეთა არგუმენტები!!!

ფუი, შეგირცხვათ ნამუსიც და თქვენი ბიზნესიც!!! ამდენი გაუბედურებული ძაღლი დადის, მათი მოდგმის ხარჯზე, მათი პატრონებისგან შოულობთ პურის ფულს, ადექი რა შე მამაცხონებულო, თვეში ერთხელ, ქალაქში ყველაზე იაფფასიანი “ჩაპი”-ს ერთი ტომარა მაინც იყიდე რომ ამ უბედურებს დაუდო და ამით საკუთარი მაღაზიის იმიჯი მაღლა ასწიო!!!  თუ მაინცდამაინც მარტო 15-დან 20-₾არამდე უნდა ახდევინო კილოში მათნაირების ფულიან პატრონებს?!

თქვენი არ ვიცი,  მაგრამ ის ზოომაღაზიები, რომლებიც მიუსაფარი ცხოველებისათვის საქველმოქმედოდ არ ზრუნავენ, არანაირად არ იმსახურებენ ჩემს პატივისცემას! უფრო მეტიც, ისინი ჩვეულებრივი ზოოქორვაჭრები არიან! მათთან ჩემი ფეხი არ იდგმება და ამასვე მოვუწოდებ ყველა ცხოველთამოყვარულს!!! მათ არ უყვართ ცხოველები, მათ უყვართ მხოლოდ ფული და ნუ შეხვალთ მათ მაღაზიაში და ნუ გაამდიდრებთ მათ!!

კი ბატონო, თუ ხალხს დაანახებენ რომ ცხოველები რეალურად უყვართ და არამარტო ოთხფეხების ხარჯზე გამდიდრება იზიდავთ, კეთილი ინებონ და დანერგონ ტრადიცია: პირველ რიგში, დაუდონ საკვები და წყალი ქუჩის მიუსაფარ ცხოველებს და მერე აკეთონ მათი საკვებით ბიზნესი!!!”- წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს კალათბურთის ნაკრებს ებრობასკეტ 2025-ზე მეოთხედფინალში გასვლისთვის 3 მილიონი ლარით დააჯილდოვებენ
  • “არანაირი რევოლუცია და დაპირისპირება არ იქნება – აბა, გაბედონ და რაიმე კანონსაწინააღმდეგო გააკეთონ!” – კახა კალაძე
  • საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge