თურქეთში, ასაფეთქებელი ნივთიერებების საწარმოში აფეთქება მოხდა – დაღუპულია სულ მცირე 12 ადამიანი. არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აფეთქება ბალიქესირის პროვინციაში მდებარე საწარმოში მოხდა. პროვინციის გუბერნატორის, ისმაილ უსტაოღლუს განცხადებით, აფეთქების შედეგად საწარმოს ნაწილი ჩამოინგრა.
