„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, თბილისში, ქუჩების ნაწილს წყალი შეუწყდა. კომპანია აღდგენის დროს ასახელებს.
„ისნის რაიონი, წყალი შეგიწყდათ ავარიულად არველაძის ქუჩის N10 თან ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღდგება 24/12-ის 09:00 საათზე. წყალმომარაგება შეუწყდება: საბარგოს დასახლება, არველაძის, ონიანის, ანწუხელიძის, თანდაშვილის, მებაღიშვილის და ამირიჯების ქუჩებს.გუჯარეთის N 17- 73 (კენტები) N30-100(ლუწები), მე-2 მელაანი, მე-3 მელაანი, მე-4 მელაანი, მე-5 მელაანი, დაისელის (ყოფილი საბანაკოს) და რომან გვენცაძის ქუჩებს. ეკატერინე მელიქიშვილის (ყოფილი აფანასევი).
საბურთალო, წყალმომარაგება შეუწყდათ ავარიულად ვაშლიჯვრის დას. ვასო გოძიაშვილის ქ. N36 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების გამო 12/24/2024 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ვასო გოძიაშვილის N36ს.
ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზ. N11 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 12/23/2024 15:30-დან 12/24/2024 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ილია ჭავჭავაძის გამზ. N11“, – ნათქვამია ინფორმაციაში.