“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ თურქეთში მიდის.
ხოშტარიას თქმით, “სანამ პროპაგანდისტები რამეს” დაწერენ განმარტავს, რომ სტამბულში ანალიზებზე მიდის.
“დღეს ორი დღით მიწევს სტამბულში კლინიკაში წასვლა, ხოდა სანამ რეგვენი პროპაგანდისტები რამეს დაწერენ, იცოდეთ ზეგ უკან ჩამოვალ სახსალამათი და თქვენი სისხლის შრობას გავაგრძელებ” – წერს ხოშტარია.