“მშვიდობის ცეცხლი“ თბილისშია – ჩირაღდანი ლაშა ბექაურმა ჩაიბარა: რა ინფორმაციას ავრცელებს ოლიმპიური კომიტეტი ფესტივალის შესახებ, რომელიც ბაკურიანში გაიმართება
“მშვიდობის ცეცხლი“ თბილისშია“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
კომიტეტის ინფორმაციით, ცეცხლი მშვიდობის ცეცხლის“ ჩირაღდანი პირველმა ჩაიბარა ძიუდოში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა.
“დღეს რომიდან თბილისში ჩამოიტანეს “მშვიდობის ცეცხლი“- 2025 წლის თებერვალში ბაკურიანში გასამართი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მთავარი სიმბოლო. “მშვიდობის ცეცხლი“ 19 დეკემბერს რომის უძველესი ისტორიული კომპლექსის – Mercati di Traiano-ს ეზოში აინთო და სწორედ დღეს, ფესტივალის დაწყებამდე 50 დღით ადრე გამოჩნდა თბილისში.
აეროპორტში მოეწყო საგანგებო ცერემონია, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე, “ბაკურიანი 2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი, ამ ორგანიზაციების სხვა ხელმძღვანელები, მოხალისეები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები.
“მშვიდობის ცეცხლის“ ჩირაღდანი პირველმა ჩაიბარა ძიუდოში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა.
ფესტივალის დაწყებამდე “მშვიდობის ცეცხლი“ საქართველოს რამდენიმე ქალაქს და რეგიონს მოივლის, ფესტივალის გახსნის დღეს – 9 თებერვალს კი, ბაკურიანში საზეიმოდ აინთება საგანგებოდ დამზადებულ ფიალაში,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.