ჭავჭავაძის გამზირზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ მეხანძრეს, გიორგი ლელაშვილს გლოვობენ.
„საუკეთესო ადამიანი, მამა, მეგობარი, ყველას იმედი, როგორ ვერ გიმეტებ გიო, მიწისთვის…“; „სამწუხაროა, ასეთ ვაჟკაცს რომ დაკარგავს ქვეყანა…“; „გიო, ჩვენი ძმა და საამაყო კაცი იყავი… გაანათლოს შენი ვაჟკაცი სული უფალმა, შენ სულ ჩვენი „მეხანძრე“ იქნები, ძმაო“; – წერენ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გიორგი ლელაშვილი 21 დეკემბერს, თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა.