ბრაზილიელი ინფლუენსერი ჯესიკა კაიანი საქართველოში იმყოფებოდა, რომელსაც ბერა ივანიშვილმა და მისმა ცოლმა, ნანუკა გუდავაძემ უმასპინძლა. ინფორმაციას ჯესიკა თავად სოციალურ ქსელში ავრცელებს და ოჯახს მასპინძლობისთვის და ქვეყნის გაცნობითსვის მადლობას უხდის.
“ეს ვიდეო ალბათ გახსენებთ რომელიმე ფილმს?!საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ნამდვილად მომხიბლა! საკვები( ხაჭაპური, ხინკალი, ქაბაბი),თბილი მასპინძლობა, საოცარი ლანდშაფტები…ძალიან მადლობელი ვარ, რომ გავიცანი ეს უნიკალური ქვეყანა! ბერა და ნანუკა, თქვენ დიდი სიყვარული და მადლიერება! თქვენი ქვეყნის და თქვენი გაცნობა ჩემი ცხოვრების უდიდესი საჩუქარი იყო!”- წერს ჯესიკა კაიანი.
პოსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.