საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 21 დეკემბერს, საღამოს საათებში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილ ხანძარს მეხანძრე-მაშველის, 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტის – 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო.
გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს”