ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე პროტესტის ფონზე აინთო. მოქალაქეები ნაძვის ხესთან აქციებზე ნაცები ადამიანების ფოტოებით მივიდნენ.
მათი თქმით, “რუსულმა ოცნებამ” პროტესტის ფონზე ნაძვის ხე საზეიმოდ აანთო, რაც სირცხვილია მაშინ, როდესაც მშვიდობიან აქციებზე ათობით ადამიანი სცემეს და უკანონოდ დააკავეს.
ღონისძიებაზე ადგილობრივებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერეიმაშვილმა მიმართა შვილიშვილთან ერთად და პროტესტის ფონზე დამდეგი ახალი წელი მიულოცა მათ.
როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს ღონისძიებაზე მონაწილეობას იღებდნენ თაკო გაჩეჩილაძე და “ქუჩის ბიჭები”. თაკო გაჩეჩილაძეს ქუთაისში მცხოვრებმა აქციის მონაწილემ პროტესტის ნიშნად სცენაზე თბილისში აქციაზე ნაცემი ადამიანების ფოტო გადასცა.
გაცნობებთ, რომ აქციაზე, რომელიც ღონისძიების პარალელურად მიმდინარეობს საპოლიციო ძალებია მობილიზებული.
video: megatv