მას შემდეგ , რაც სოციალურ ქსელში “ტვ იმედის” დამფუძნებლის ირაკლი რუხაძის ქალიშვილის ცხოვრების დეტალები გახდა საჯარო, მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ნანუკა ჟორჟოლიანი აკეთებს.
“სხვისი პირადი ცხოვრების განხილვა მაშინაა ამორალური, როცა დამალულს ქექავ , ან განიკითხავ, ან, ან…
თუ ადამიანი საკუთარი ქორწინების ფოტოებს საჯაროდ დებს, დეკლარიებული აქვს საკუთარი სურვილები და არჩევანი, რა პრობლემაა ამ თემაზე საუბარი
აქ ხომ არავის განიკითხავენ?!
უსინდისო მამის გარდა, რომელსაც ვეუბნებით რომ სხვის შვილებსაც სურთ საკუთარ მე-ს, სურვილებს წარმოადგენდნენ ისე რომ არ კლავდნენ და მკვლელების მხარეს ნუ ხარ!
ეგ იგივეა, ევროპაში რომ ასწავლიან საკუთარ შვილებს და სხვებისას რუსეთში მიათრევენ.
თუ გინდა შენი შვილი ბედნიერი იყოს, ნებისმიერ კონტექსტში, იგივე გინდოდეს სხვისი შვილისთვისაც. ეს არის ამ ამბის მთავარი კონტექსტი.
ყალბი მორალური ბუქნები კუნთს არ ამუშავებს მეგობრებო.” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი