ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა, გივი გინტური თბილისში აქციაზე გორიდან ჩამოვიდა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს ვაშლი დაურიგა.
„მე ვარ თამაზ გინტურის ძმა, რომელიც მომიკლეს სოფელში, ეკლესიაში. ჩამოვედი თბილისში, ჩემს ახლობლებთან, მეგობრებთან, თბილისში, რომლებიც ჩამოსულები არიან აქციაზე, ჩამოვიტანეთ გორის ვაშლი და მინდა რომ პატივი ვცე ყველას და თითო ვაშლი დააგემოვნონ, გორიდან ჩამოტანილი ვაშლი”, – ამბობს გივი გინტური.