“ვირუსი იბრძვის გადარჩენისთვის, ეს ახალი ვარიანტებიც სწორედ ამიტომ ჩნდება,” – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა TV – “პულსის” გადაცემაში “მონაგარი” მსოფლიო პანდემიაზე საუბრისას განაცხადა.
“რას აჩვენებს ეს ვაქცინები? – რა თქმა უნდა, ვირუსი იბრძვის გადარჩენისთვის, და ეს ახალ-ახალი ვარიანტები სწორედ ამისთვის ჩნდება, ეს მათი ევოლუციური განვითარების დაუწერელი კანონია. დღეს ჩვენ რა მოცემულობაც გვაქვს, ყველა ვაქცინას, არ აქვს მნიშვნელობა სახეობას, მსუბუქი და ასიმპტომური დაავადების პრევენცია პრაქტიკულად უკვე თითქმის არ შეუძლიათ, ან ძალიან დაბალ პროცენტზე ჩამოუვარდათ. მაგრამ რაც ძალიან დამაიმედებელია 88 -დან 93%-მდეა დამძიმებისა და სიკვდილობის რისკის შემცირება, ” – განაცხადა კულუმბეგოვმა.
https://mix.metronome.ge/20190-2/