მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი, იგივე “სუხიტა” სოციალურ ქსელში მიმართვას აკეთებს, სადაც ამბობს, რომ მისი კოლეგების მსგავსად აუქმებს კონცერტებს, მიზეზი განვითარებული მოვლენებია. იგი საზოგადოებას მოუწოდებს მათი ბრაზი სწორი მიმართულებით მიმართონ და იბრძოლონ.
“წუწუნს არ დავიწყებ უბრალოდ მოგიყვებით და დასკვნა თქვენ გააკეთეთ.
მთელი 2024 წლის განმავლობაში უამრავი ღონისძიება მქონდა დაგეგმილი, ამ ღონისძიებების 60-70% ოქტომბერზე, ნოემბერზე და დეკემბერზე მოდის.
ამ შემოდგომაზე ერთი ხელის თითებიც ზედმეტია იმის დასათვლელად რამდენი ღონისძიება მქონდა.
ჩემი შემოსავლის 90% უკავშირდება ჩემს პროფესიას (ის 10% – ც იმიტომ დავიტოვე ვინმე ინტრიგანმა არ წამომაძახოს სადმე რამე)
დიდი ხანია ვისმენ ცილისწამებას, ვითომ ჩემს მოსაზრებებში მიხდიან, მომისყიდეს და კიდევ 1000 სიგიჟე.
მიუხედავად ამ ყველაფრისა მე მჯერა რომ ოდესმე ამ ქვეყანაში ყველას დაუფასდება ის შრომა რაც გაუწევია და რასაც გულმოდგინედ აკეთებს.
ყველამ ის უნდა მიიღოს რასაც იმსახურებს, არც მეტი და არც ნაკლები.
რაც დეკემბერი დაიწყო ვიღებ უამრავ მესიჯს რომ დავეხმარო მრავალ შვილიან ოჯახებს, მძიმე სენით დაავადებულებს, ბავშვებს ვისაც ნაძვის ხე და ტკბილეული არა აქვთ და კიდევ ვიმ მოთვლის.
ბოდიშს გიხდით ყველას რომ ვერ ან არ გპასუხობთ და რომ გპასუხობთ ხშირად ვილანძღები იმის გამო რომ არ მაქვს.
გულწრფელად გეტყვით ეს უბედურება რაც გვჭირს იცით რის და ვის გამოცაა ხო და ეს თაქვენი აგრესია მიმართეთ სწორი მიმართულებით !
ახლა ისეთი სიტუაციაა განსაკუთეებით ჩვენს სფეროში რომ თუ ასე გაგრძელდა აქეთ დასახმარებლები გავხდებით.
კიდევ ერთხელ ვამბობ არ ვწუწუნებ და არც თავს ვაცოდებ ვინმეს.
ოფრტიმისტი ვარ და ასეთი სიტუაციას ბევრჯერ მქონია (სამწუხაროდ).
p.s. მირჩევნია მშიერი ამომძვრეს სული ვიდრე რუსეთის ტრაკში ვზეიმობდე რამეს.
საქართველო უნდა გადარჩეს!” – ნათქვამია მიმართვაში