გორში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დაარბიეს.
როგორც ენმ-ში ამბობენ, ოფისის მიმართულებით მძიმე საგნის სროლის შედეგად დამსხვრეულია მინები და დაზიანებულია ოფისის ინფრასტრუქტურა.
ადგილზე იმყოფება პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.