აშშ-ში, ფლორიდაში, მამაკაცმა ყოფილ საცოლეს თავში ესროლა მას შემდეგ, რაც ქალმა ნიშნობა გააუქმა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, მკვლელობის შემდეგ, 57 წლის ტიმოთი ჰაიდერმა, სავარაუდოდ, მსხვერპლის ქალიშვილს სთხოვა პოლიციაში დარეკვა.
ჰაიდერმა, პოლიციასთან ინტერვიუში, თქვა, რომ ის და მისი საცოლე წვეულებაზე იმყოფებოდნენ, სადაც კამათი დაიწყო. ქალმა მას უთხრა, რომ არ სურდა დაქორწინება.
წყვილმა კამათი სახლშიც გააგრძელა. ნატალიმ სახლში მოსვლის შემდეგ, კაცს ბეჭედი დაუბრუნა. ამის შემდეგ, მამაკაცმა რევოლვერი აიღო და მას თავში ესროლა.
სახლში ნატალის შვილიც იმყოფებოდა, რომელმაც სროლის ხმა გაიგო.
პოლიციამ მტკიცებულებად დანაშაულის იარაღი ამოიღო, რომელიც სამზარეულოში იდო. კაცს ბრალი წაუყენეს პირველი ხარისხის მკვლელობაში. მან დანაშაული აღიარა.