სამართალადამცავებმა იურისტ-კონსულტანტი გიგა გუგუტიშვილი დააკავეს – ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, გუგუტიშვილი ტაქსით გადაადგილდებოდა, საიდანაც ის პოლიციამ გაიტაცა. არსებული ინფორმაციით, გუგუტიშვილი დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული.
“წუხელ, საკუთარ სახლთან დააკავეს ჩემი მეგობარი, გუნდელი და ძალიან მაგარი ადამიანი Giga Gugutishvili.
ხოდა თუ გგონიათ რომ თქვენც არ მოგაკითხავენ ერთ დღეს, ძალიან ცდებით.
გიგა გამარდი, შენთან ვართ!!”- წერს მეგობარი სოციალურ ქსელში.
