ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში აჩი არველაძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ვეტერანი ფეხბურთელი ქალთა უფლებებით არასდროს დაინტერესებული.
“კაი, რუსთაველზე და პარლამენტთან (პროკურატურასთან, შსს-სთან) არ იხედება, არ აინტერესებს, მაგრამ ტელევიზორისთვის რამდენი წელია არ უყურებია ამ ყოვლისმცოდნეს?. ეს განცხადება იცით რას ამბობს სინამდვილეში? იმას, რომ არველაძეს სულ ცალ ქუსლზე ჰკიდია ქალთა თემები, ისე ძალიან კიდია, რომ მისდღემჩი არ დაინტერესებულა და არც კი დაუგუგლია არაფერი ქალთა უფლებებზე საქართველოში. ტაში, ქალებო, ფეხბურთელი ცეკვავს”, – წერს პატარაია.
“მე არ მახსოვს, რომ ქუჩაში გამოსულიყვნენ ქალთა ძალადობაზე, შეიძლება მთლად ბოლომდე ყურით მოთრეული თემა არაა მაგრამ ქალი მილიონ თემაზე გამოვა, ქალთა ძალადობაზე არა. მე ქალთა ძალადობაზე ქუჩაში გამოსული ქალი, სამი ბანერით არ მინახავს”, ამის შესახებ აჩი არველაძემ გადაცემაში “უცნობის კიდობანი” განაცხადა.