Thursday, November 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ხორცი კი დამისერეთ, გამამწარეთ, გამომშიგნეთ და შიგნით ხელები აფათურეთ, მაგრამ…”- მოქალაქის მიმართვა სპეცრაზმელებს, რომლის რომლის შვილი და ქმარი დაკავებულია

December 12, 2024
რა ხდება ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე – “მეტრონომის” ფოტოკოლაჟი

ნათია გოგიჩაიშვილი, რომლის შვილი და ქმარი დაკავებულია, სოციალური ქსელით სპეცრაზმელებს მიმართავს.

“წერილი ორ სპეცრაზმელს, ერთს, რომელმაც ჩახუტების უფლებაც კი მომცა,ყველა ნაკვთი მახსოვს მისი, საშინელი ნიღბის მიღმა რომ ჩამოსტიროდა და მეორეს, შეიარაღებულმა ბოლომდე რომ გამომაცილა,ის რომელიც მიცავდა საშინელი მხეცებისაგან,უკანა ხაზზე რომ იდგნენ და ღმუოდნენ, ისე ეწადათ ჩემი ხმის ჩახშობა, როგორ ცდილობდა ჩემს დაცვას ის ორი, რომელიც ცისარტყელად მეჩვენებოდა იმ შავი ფერის ღმუილში და ეხლა ვფიქრობ, რას მეუბნებოდა მისი საოცრად სევდიანი თვალები,….ეს ღამე მაინც ვიქნები შენი შვილი, იქნებ ჩემს მაგივრადაც იყვირო, ამ მხეცებში და ამ მოჩვენებით მშვიდ ღამეში სრულიად მარტო ვარ, გზას ვეღარ ვიგნებო.

ვიცი, ვერც წაიკითხავთ თქვენ ამ ჩემ ბოდიალს, ალბათ გაგეცინებათ კიდეც, რადგან ის რაც იყო ალბათ, ჩემო წამიერად შეცოდების შეგრძნება იყო ან იქნებ დაცლილები ხართ ყველა სიკეთისგან, მაგრამ ვდარდობ მე თქვენზე, უსაშველოდ მედარდება თქვენი უგონო მდგომარეობა, თითქოს მკვდრები ხართ და შესაბამისად არანაირი შეგრძნება არ გაგაჩნიათ, მე კიდევ ისევ ვდარდობ.

არაფერს არ გთხოვთ, არც რომელიმე პოზიციაზე ყოფნას, უბრალოდ, როგორც დედა ისე გევედრებით, ზუსტად ისე როგორც მაშინ, სანამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ რაიმეს გაივლებთ მაინც გულში, თქვენს დედას და მამას, დასა და ძმას ჩახედეთ თვალებში, ზუსტად იმ დედას დაინახავთ, მე რომ ვედრებით შემომცქეროდით.

ჩვენ მხოლოდ ერთი მტერი გვყავს და ეს არის რუსეთის საშინელი იმპერია, რომელთაც უამრავი ადამიანი დაგვიხოცა, მოგვიწამლა . მე არც გმირი ვარ და არც არავინ, დედის ემოციები იყო ის, რაც თქვენ იმ ღამეს ნახეთ, ხორცი კი დამისერეთ, გამამწარეთ, გამომშიგნეთ და შიგნით ხელები აფათურეთ, მაგრამ ჩემი სული იგივეა, ისევ დედა ვარ და ზუსტად ვიცი, იქ რომ საერთო მტერი დაგვსხმოდა თავს, იგივეს გავაკეთებდი, ისევ ვიყვირებდი თქვენს დასახმარებლად, რადგან მოცემულობა მხოლოდ ერთია, ერთი ხალხი ვართ, ერთი სისხლი გვაქვს, ერთ ქვეყანაში ჩავისუნთქავთ ჰაერს, რაც ჩვენ გვაცოცხლებს და გვყავს მხოლოდ ერთი დიდი და საუკუნო მტერი და ჩვენი მტერი რუსეთია!” – მიმართავს სპეცრაზმელებს ნათია გოგიჩაიშვილი, რომლის შვილი და ქმარი დაკავებულია კი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შსს განცხადებას ავრცელებს
  • ზურა ხაჩიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge