ტელეკომპანი “იმედი” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დუტა სხირტლაძემ არა თუ საკუტარი ნებით, არამედ რედაქციის გადაწყვეტილებით დატოვა არხი. მისი გათავისუფლების თარიღად 10 დეკემბერი სახელდება.
ყველასთვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაზე სისტემატურად ეხმიანებოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და აკეთებდა კომენტარებს. ავრცელებდა არაერთ ფოტოს აქციიდან. ასევე ბოლო დღეებში მოითხოვდა დაკავებულების გათავისუფლებას და აქტივისტებზე ძალადობის შეწყვეტას.
