“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ტელეკომპანია “პირველს” უპირისპირდება. მიზეზებზე ოპოზიციონერი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“ტვ-პირველმა საერთოდ დამალა ჩვენი დღევანდელი ინიციატივა ხალხისათვის სადეპუტატო სიების გახსნაზე სამაგიეროდ აი ახლა გაუკეთეს საათიანი პირდაპირი ჩართვა უშიშროების შექმნილ, ივანიშვილის ნარკო-წარმოების მქადაგებელ,ფრონტის ხაზზე უკანალ-ჩახდილი,გასაბერი ეკლესიის შემქმნელ პარტიად წოდებულ სამარცხვინობას. აბა რა აზრი აქვს იმედი დამბლოკავს თუ ვითომ ოპოზიციური არხი? P.შამ და სხვა ოპოზიციურ ტელევიზიებს დღემდე არ მიუწვევიათ ეთერში პარტიის მერობის კანდიდატი მიშა ქუმსიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ლაშა ჩხარტიშვილი. გააგრძელეთ, გააგრძელეთ ასე და სადაც მიხვალთ მერე არ ატეხოთ წივილ-კივილი,” – წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, შალვა ნათელაშვილი ყველა პატრიოტს, პარტიული კუთვნილების გარეშე ადგილობრივი არჩევნებისთვის პარტიულ სიაში ჩაწერას სთავაზობს.
“შესრულდა 900 წელი ,,ძლევაი საკვირველიდან“, როცა ქართველთა ლაშქარმა, აღმაშენებლის სარდლობით, მსოფლიო ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, დიდგორის ველზე. დღეს ლეიბორისტულმა პარტიამ მიიღი უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ადგილობრივი არჩევნებისთვის სიები გახსნილია ხალხისთვის, ყოვლეგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე. მთელი საქართველო ერთი პარტია ვართ ეს დღე საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ისტორიისთვის. დიდგორიც რა თქმა უნდა, არ იქნებოდა ხალხის გარეშე. ამიტომ ჩვენო ძვირფასებო, დავდგეთ ერთად! გამოდით, სამშობლი გეძახით! დაგვირეკეთ 032 291 1617 ცხელ ხაზზე! ჩაეწერეთ ჩვენს საარჩევნო-პარტიულ სიებში ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე და ვემსახუროთ ჩვენს დიდ პარტიას _ დიდგორისგან წარმოშობილ საქართველოს! ჩვენ ჩვენი დიდგორი წინ გველოდება და ის ჩვენი მოსაგებია ვფიქრობ ეს ფორმატი და სტატეგია სწორი და შეესაბამება ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრივი ინტერესების ამოცანებს. ხალხის გააქტიურების გარეშე, მასების გამოსვლის, მათი დაინტერესების გარეშე ვერანაირი პოლიტიკური პოლიტიკური პარტიები და ლიდერები გადამწყვეტ ცვლილებებს ვერ გამოიწვევენ!“- ნათქვამია ნათელაშვილის განცხადებაში.